„იელთი ჯგუფისთვის“ სამუშაო პროცესების უსაფრთხოება და მაღალი სტანდარტების დაცვა, ბიზნესის კეთებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი კორპორატიული პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ მიზნით, კომპანიის გუნდისთვის ჩატარდა სპეციალური უსაფრთხოების ტრენინგი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, მიხეილ ლითანიშვილი უძღვებოდა.

ინტერაქტიულ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს „იელთის“ შიდა უსაფრთხოების პოლიტიკა და დეველოპერული სფეროს სპეციფიკური თავისებურებები. გუნდი გაეცნო ახალი სტანდარტების (LSOP) მიხედვით არსებულ პროცედურებს და მათ ეფექტიან გამოყენებას პრაქტიკაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების შეფასებას, მონიტორინგსა და ინციდენტების პრევენციას.