EltGroup

WYNDHAM HOTELS & RESORTS

"იელთი ჯგუფის" ოფიციალური პარტნიორია Wyndham Hotels & Resorts - ამერიკული კომპანია, რომელიც სასტუმროების რაოდენობის მიხედვით აღიარებულია მსოფლიოში უმსხვილეს ფრანჩაიზერად და ერთ-ერთ წამყვან სასტუმრო ოპერატორად. ბრენდის პორტფოლიო მოიცავს 95-ზე მეტ ქვეყანაში 25 ბრენდს (ეკონომ, პრემიუმ და upper-midscale სეგმენტებში), რომლებიც 9,300-ზე მეტ სასტუმროსა და 876,000 ნომერს აერთიანებს (წყარო: Wyndham Hotels Investor Relations / SEC Filings).

თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წელს ბათუმში გაიხსნა კავკასიის რეგიონში პირველი La Quinta by Wyndham სასტუმრო. ამავე წელს, ლას-ვეგასში გამართულ Wyndham-ის გლობალურ კონფერენციაზე, ELT Group დაჯილდოვდა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოთი - International Opening Award, რაც ადასტურებს "იელთის" მიერ განხორციელებული პროექტის მაღალ სტანდარტებსა და წარმატებულ გლობალურ კოლაბორაციას.

ოფიციალური ვებ გვერდი
ოფიციალური ვებ გვერდი

EltGroup

Barceló Hotel Group

Barceló Hotel Group

ჩვენი ოფიციალური პარტნიორია Barceló Hotel Group - ესპანეთის სიდიდით მეორე სასტუმრო ქსელი და გლობალური ტოპ-20-ის წევრი. კომპანია ოფიციალურად არის აღიარებული ევროპის წამყვან სასტუმრო მენეჯმენტის კომპანიად (წყარო: World Travel Awards, 2023–2025 წლების გამარჯვებული).  BARCELÓ-ს პორტფოლიო 4 ბრენდის ქვეშ აერთიანებს 250-ზე მეტ პრემიუმ კლასის (4 და 5 ვარსკვლავიან) სასტუმროსა და 62,000-ზე მეტ ნომერს 25 ქვეყანაში. ორწლიანი მოლაპარაკებებისა და კომპლექსური შეფასების ეტაპის გავლის შემდეგ, "იელთი ჯგუფი" გახდა Barceló Hotel Group-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ერთობლივი თანამშრომლობის მიზანია ბათუმსა და თბილისში ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და რეგიონში პრემიუმ კლასის საინვესტიციო უძრავი ქონებისა და მომსახურების ახალი სტანდარტის შექმნა.

ოფიციალური ვებ გვერდი
ოფიციალური ვებ გვერდი

EltGroup

LA QUINTA BY WYNDHAM

La Quinta დაარსდა 1968 წელს ტეხასში (აშშ) და თავდაპირველად მიზნად ისახავდა ამერიკული საოჯახო მოგზაურობებისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სასტუმრო ალტერნატივის შექმნას. ბრენდი მალე გავრცელდა მთელ აშშ-ში თავისი სტაბილური ხარისხითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით.

2025 წელს ბათუმში გაიხსნა კავკასიის რეგიონში პირველი La Quinta by Wyndham სასტუმრო. ამავე წელს, ლას-ვეგასში გამართულ Wyndham-ის გლობალურ კონფერენციაზე, ELT Group დაჯილდოვდა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოთი - International Opening Award, რაც ადასტურებს "იელთის" მიერ განხორციელებული პროექტის მაღალ სტანდარტებსა და წარმატებულ გლობალურ კოლაბორაციას.

La Quinta by Wyndham-ის ქსელი 900-ზე მეტ სასტუმროს მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, და ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია გლობალურ midscale-სასტუმროების სეგმენტში. ბრენდი შედის Wyndham Hotels & Resorts-ის პორტფოლიოში, რომელიც 95 ქვეყანაში 25 ბრენდსა და 9 300-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.

ოფიციალური ვებ გვერდი
ოფიციალური ვებ გვერდი

EltGroup

International Property Management

IPM (International Property Management) დაარსდა 2017 წელს და დღეს წარმატებით ოპერირებს 5 ქვეყანაში: ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და კვიპროსში.
კომპანია გთავაზობთ უძრავი ქონების მთლიან მენეჯმენტს, რომელიც მოიცავს როგორც კერძო აპარტამენტების, ისე ბუტიკის ტიპის სასტუმროების მართვას. მისი მთავარი ღირებულებებია გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი და ინვესტორის ინტერესზე ორიენტირებული მიდგომა.

ELT Group-თან პარტნიორობით, IPM უზრუნველყოფს:

  • ინვესტორებისთვის ოპტიმიზებულ, ეფექტურ და სტაბილურ მენეჯმენტს;
  • აპარტამენტების მაცხოვრებლებისთვის მაღალი სტანდარტის სერვისს სასტუმროს სტილში;
  • უნიკალურ მენეჯმენტს, რომელიც აფასებს ქონებას, ზრდის მის ღირებულებას და უზრუნველყოფს ბაზარზე საუკეთესო შედეგებს.
ოფიციალური ვებ გვერდი
ოფიციალური ვებ გვერდი