საერთაშორისო თანამშრომლობა და მაღალი დონის დიალოგი რეალური ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა.

„იელთი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მახარაძემ, მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა EurAsia Gulf-ის ორგანიზებით გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაში - Tbilisi Eurasian Tuesday.

EurAsia Gulf საქართველოს გენერალურ მენეჯერ მაკა ნაცვლიშვილთან და უზბეკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბახრომ აშრაფხანოვთან ერთად განხილულ იქნა რეგიონული პარტნიორობის გაღრმავების, საზღვრებსგარეშე საინვესტიციო შესაძლებლობებისა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.

„იელთი ჯგუფი“ მტკიცედ აგრძელებს გლობალური კავშირების გამყარებას, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.