„იელთი ჯგუფი“ წარმოდგენილი იყო „საქართველო - უზბეკეთის აბრეშუმის გზის“ ბიზნეს-გამოფენაზე ტაშკენტში.
„გაყიდვების ასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ მასშტაბურ ბიზნეს-ფორუმსა და გამოფენას 2000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და ორივე ქვეყნის წამყვანი კომპანიები გააერთიანა.
„იელთისთვის“ ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარედგინა საერთაშორისო ინვესტორებისთვის ჩვენი პრემიუმ პროექტები და გაეფართოებინა პარტნიორული ქსელი ცენტრალური აზიის სწრაფად მზარდ ბაზარზე.



