„იელთი ჯგუფი“ წარმოდგენილი იყო „საქართველოს უძრავი ქონების გამოფენაზე“ და საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც 16-17 ოქტომბერს თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. მასშტაბურმა ღონისძიებამ დეველოპერები, ინვესტორები და სექტორის წამყვანი წარმომადგენლები გააერთიანა.
„იელთისთვის“ ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის წარედგინა სრულიად ახალი პრემიუმ კლასის პროექტები ბათუმსა და თბილისში, ასევე დეტალურად გაეცნო მომგებიანი საინვესტიციო პირობები და გამოფენის სტუმრებისთვის სპეციალურად მომზადებული შეთავაზებები.