"იელთი ჯგუფი" აგრძელებს ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურის მხარდაჭერას. 15 ნოემბერს ათენში უნიკალური საღამო გაიმართება - „მუსიკით მოსმენილი ქართული კინოს ისტორია“. ღონისძიება გააერთიანებს ცოცხალ შესრულებას კლასიკური და თანამედროვე ინსტრუმენტებით, გაჟღერდება ცნობილი ქართული კინომელოდიები და მოწვეულ სტუმრებს ელით საინტერესო ლექცია-პრეზენტაცია.
"იელთიში" გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები აძლიერებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და ხელს უწყობს ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებას.
ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრ „არმაზთან“ არსებული ნიკო გომელაურის სახელობის ქართული თეატრი „ათენი“, 15 ნოემბერი | 14:30 სთ
