„იელთი ჯგუფი“ წარმოდგენილი იყო ვარშავაში გამართულ საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენაზე - United Property Expo.

ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ საერთაშორისო აუდიტორიას გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები თბილისსა და ბათუმში, ასევე ქართული უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო პოტენციალი.