ბათუმში პირველად ტარდება „უძრავი ქონების აგენტის საატესტაციო კურსი“, რომლის ოფიციალური სპონსორიც „იელთი ჯგუფია“.საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პროექტი მონაწილეებს კვალიფიკაციის ამაღლების, აკრედიტაციის მიღებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შანსს სთავაზობს.„იელთი ჯგუფი“ აქტიურად უწყობს ხელს ინიციატივებს, რომლებიც სფეროს განვითარებასა და პროფესიული სტანდარტების ამაღლებას ემსახურება.