სიამაყით გაცნობებთ, რომ „იელთი ჯგუფი“ ნიუ-იორკში დაგეგმილი ფესტივალის, „ზეიმის“ მთავარი პარტნიორია. ჩვენი ფილოსოფია მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლება, „იელთი ჯგუფისთვის“ პრიორიტეტული ადამიანური ურთიერთობები და იმ საზოგადოების გვერდით დგომაა, რომელიც სამშობლოს ფარგლებს გარეთაც მჭიდროდ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან.

ეს პროექტი აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას გამორჩეულს ხდის - ტრადიციებს, მუსიკას, ბიზნესსა და ადამიანებს. „იელთი ჯგუფისთვის“ ეს ნაბიჯი მეტია, ვიდრე უბრალოდ მხარდაჭერა, ეს არის ჩვენი წვლილი საქართველოს ცნობადობის გაზრდაში საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენი ხალხის ერთობის გაძლიერებაში.

30 აგვისტო, 2026, 1904 Surf Avenue, Brooklyn, New York

შეხვედრამდე ნიუ-იორკში!