„იელთი ჯგუფმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის (LSEG) საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ და გენერალური დირექტორის მრჩეველმა ირაკლი ეფრემიძემ ორმხრივი სამუშაო აუდიენცია დიდი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში გამართეს.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში უძრავი ქონების სექტორის განვითარების მზარდ დინამიკას და განხილულ იქნა დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები. ვიზიტის ფარგლებში, პარტნიორობის კონკრეტული მიმართულებები გამოიყო საერთაშორისო ფინანსური წრეების ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არიან Jefferies-ის CEE მიმართულების ხელმძღვანელი ანდრე სპარკი და LSEG-ის დასავლეთ ევროპისა და ნორდიკული ქვეყნების დირექტორი კრის მაკგაჰანი.
დიდი ბრიტანეთის კომერციული ატაშეს, ლევან ფანგანის მონაწილეობით გამართულ მიღებაზე, ხაზგასმით აღინიშნა „იელთი ჯგუფის“ წარმატებული საქმიანობა და კომპანიის სამომავლო პერსპექტივები. „იელთის“ მონაწილეობა ამ მასშტაბის საერთაშორისო ფორუმში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს გლობალური კავშირების გაძლიერებას.




