3 ივლისს, სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ში Forbes Georgia Real Estate Summit 2026 გაიმართა. კონფერენციამ 250-ზე მეტი დეველოპერი, ინვესტორი და საბანკო სექტორის ხელმძღვანელი გააერთიანა. შეხვედრის მთავარი თემები ურბანული ტრანსფორმაცია, მწვანე დაფინანსება და საერთაშორისო ინვესტიციების მართვა იყო.

სამიტის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო „იელთი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა, ვალერი გურგენაძემ, რომელმაც სფეროს წამყვან ექსპერტებთან ერთად სექტორის აქტუალურ საკითხებსა და ინდუსტრიის მომავალზე იმსჯელა.