„იელთი ჯგუფისთვის“ დიდი პატივი იყო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე დასწრება. წელს ეს თარიღი განსაკუთრებულია, რადგან აშშ დაარსებიდან 250 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, ეს ისტორიული და მნიშვნელოვანი მომენტი ამერიკელ პარტნიორებთან და დიპლომატიური კორპუსის წევრებთან ერთად გაგვეზიარებინა.
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და გლობალური პარტნიორობის გაძლიერება „იელთი ჯგუფის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და კავშირებს.
გულწრფელ მადლობას ვუხდით აშშ-ის საელჩოს საქართველოში მასპინძლობისა და მოწვევისთვის.