29-30 მაისს, ბათუმმა უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, Realty Forum-ს უმასპინძლა, რომელიც „იელთი ჯგუფის“ მხარდაჭერით გაიმართა.
კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ვალერი გურგენაძემ, სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნო „იელთის“ მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო განვითარების მასშტაბური ხედვა, რასაც თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა მოჰყვა.

პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, საერთაშორისო ბროკერების ტურს  „იელთი კვარტალშიც“ ვუმასპინძლეთ, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დაათვალიერეს. ამასთანავე, შედგა „იელთის“ ინოვაციური აპლიკაციის პრეზენტაცია. ეს მძლავრი ციფრული ხელსაწყო, ბროკერების საქმიანობის გასამარტივებლად და საერთო ბიზნეს-შედეგების გასაზრდელად შევქმენით.