„იელთი ჯგუფი“ აგრძელებს გლობალური მასშტაბირების სტრატეგიას და საერთაშორისო საინვესტიციო წრეებთან კავშირების გაფართოებას. 12-13 მარტს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო მიუნხენში გამართულ უძრავი ქონების წამყვან საერთაშორისო გამოფენაში - United Property Expo.

მიუნხენში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო ჰაბის პოპულარიზაციისთვის, ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებისა და უცხოელ პარტნიორებთან ახალი, გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყებად.