„იელთი ჯგუფის“ ფილოსოფია მხოლოდ ბიზნესის განვითარებით არ შემოიფარგლება, ჩვენთვის პრიორიტეტული ადამიანური ურთიერთობები და იმ საზოგადოების გვერდით დგომაა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს სამშობლოსთან. მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტებისთვის გამართული მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ფორუმი „ხიდი“ წარმატებით შედგა.
ჩვენი გუნდი პირადად ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებს, რათა უშუალოდ შეხვედროდა ფორუმის მონაწილეებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მარიკა ხალიანს ამ ინსპირაციული წამოწყებისთვის და თითოეულ მონაწილეს გულახდილი ისტორიებისა და სიძლიერისთვის. „იელთი ჯგუფი“ კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ინიციატივებს მთელ მსოფლიოში.




