„Property Investor Show London 2026“-ში მონაწილეობა „იელთი ჯგუფისთვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მაღალი კოეფიციენტის მქონე გამოცდილება აღმოჩნდა. მსგავსი გლობალური პლატფორმები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გამოფენა, ისინი რეალურ შესაძლებლობებს აჩენენ ახალი პარტნიორობების, ცოდნის გაზიარებისა და ახალი ბაზრების ათვისებისთვის.
ჩვენთვის ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი საერთაშორისო პოზიციონირების გასაძლიერებლად და ბრიტანელ თუ სხვა უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობის გასაფართოებლად. გვჯერა, რომ მსგავს ღონისძიებებში აქტიურობა უმნიშვნელოვანესია როგორც კომპანიის მასშტაბირებისთვის, ისე მთლიანად საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაციისთვის.




