„იელთი ჯგუფი“ წარმოდგენილი იყო ბათუმში გამართულ სტარტაპ ინვესტიციების ფორუმზე, რომელიც „Axel • Georgian Business Angel Network“-ის ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მახარაძემ.

დისკუსიის მთავარი თემა ციფრული ტრანსფორმაცია და უძრავი ქონების სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია იყო. საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ ცვლის ინოვაციები ბაზარსა და მომხმარებლის გამოცდილებას და სად არის საქართველო ამ გლობალურ რუკაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ინოვაციების დანერგვა უძრავი ქონების სექტორის წინსვლის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.