21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „იელთი ჯგუფის“, სასტუმრო La Quinta by Wyndham-ისა და საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია IPM-ის ერთობლივმა გუნდმა უაღრესად თბილ და ემოციურ გარემოში განსაკუთრებულ სტუმრებს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, პატარებმა მონაწილეობა მიიღეს მინი ტორტების დეკორირების შემოქმედებით ვორქშოპში, სადაც საკუთარი ფანტაზიით ფერადი და ტკბილი ნამუშევრები შექმნეს. ეს დღე კიდევ ერთი შეხსენება იყო იმისა, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს, ხოლო ნამდვილი მეგობრობა და თანადგომა ქრომოსომებს არ ითვლის.