„იელთი ჯგუფისთვის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ახალი თავი დაიწყო. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენმა ახალმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ბიზნეს ცენტრმა მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.
ეს სივრცე შექმნილია, როგორც სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაზრდისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლების საუკეთესო გარემოში მისაღებად. მოხარულები ვიქნებით გიმასპინძლოთ ახალ ბიზნეს ცენტრში, სადაც ახალი იდეები, პროექტები და წარმატებული თანამშრომლობები დაისახება..