„იელთი ჯგუფმა“ განვლილი 2025 წელი განსაკუთრებული კორპორატიული ღონისძიებით - „იელთის ვარსკვლავით“ შეაჯამა. ეს იყო საღამო, რომელიც სრულად მიეძღვნა კომპანიის მთავარ მამოძრავებელ ძალას - თითოეულ იმ ადამიანს, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით, უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ქმნის „იელთის“ წარმატებას.

ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი მასშტაბური პროექტის მიღწევა სწორედ ძლიერ და ერთსულოვან გუნდშია. „იელთი ჯგუფი“ მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს გაწეული ძალისხმევისთვის და „იელთის“ დიდ ოჯახს ვუსურვებთ წარმატებით, ბედნიერებითა და სიყვარულით სავსე 2026 წელს!