Georgia Real Estate Exhibition 2025-ის ფარგლებში, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციისა და ExpoGeorgia-ს ორგანიზებით 6 დეკემბერს გაიმართა გალა ვახშამი და დაჯილდოების ცერემონია.
„იელთი ჯგუფი“ დაჯილდოვდა როგორც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პარტნიორი კომპანია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „იელთის“ აქტიურ მხარდაჭერას სექტორის განვითარების საქმეში.


