ჩვენთვის დიდი პატივი იყო მონაწილეობა მიგვეღო ბაჰრეინში გამართულ Cityscape Bahrain 2025–ის უძრავი ქონების გამოფენაში და წარგვედგინა როგორც ჩვენი ქვეყანა, ისე კომპანია.
"იელთი ჯგუფი", მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ზრუნავს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციაზე საერთაშორისო მასშტაბით. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების ათვისებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გასაფართოვებლად. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებში მონაწილეობა დიდი იმპულსია ინვესტორთათვის, რომ მათ უკეთ გაიცნონ საქართველოს ბიზნეს გარემო და ეკონომიკური შესაძლებლობები.



