"იელთი ჯგუფი" Juwai IQI 2025 გლობალურ სამიტზე.
მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვქონდა წარგვედგინა საქართველოს უძრავი ქონების საინვესტიციო შესაძლებლობები აზიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფორუმზე, რომელიც ჩატარდა მალაიზიაში - Juwai IQI 2025.
გლობალურ დეველოპერებთან, ინვესტორებთან და სააგენტოების ლიდერებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო გაყიდვების ქსელის გაძლიერება.
"იელთი ჯგუფის" უძრავი ქონება უკვე რეალიზებულია 65 ქვეყანაში, ხოლო პარტნიორთა რაოდენობა 100-ზე მეტ სააგენტოსა და უძრავი ქონების ექსპერტებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გატანას გლობალურ არენაზე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალი ბაზრების ასათვისებლად და ვქმნით შესაძლებლობებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.



