"იელთი ჯგუფის" კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება!

Aparthotels Collection by ELT გახდა ბარსელონაში გამართული ღონისძიების World Luxury Hotel Awards 2025-ის გამარჯვებული ნომინაციაში - Luxury Collection Group! ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა იმსახურებს მსოფლიო აღიარებას.

World Luxury Hotel Awards წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას და 2006 წლიდან აჯილდოვებს სასტუმრო ინდუსტრიის ლიდერებს მსოფლიოს მასშტაბით. გამარჯვებულები განისაზღვრება სტუმრების, მოგზაურებისა და ტურიზმის სფეროს ექსპერტთა ხმების საფუძველზე, რაც ამ ჯილდოს განსაკუთრებულად პრესტიჟულს ხდის.

ასევე, სიამაყით ვაცხადებთ, რომ ამავე დაჯილდოვებაზე „იელთი ჯგუფში“ შემავალი ტურისტული კომპანია ELT Travel დაჯილდოვდა ნომინაციაში Day Tours – Georgia.

მადლობა ჩვენს ერთგულ გუნდს, პარტნიორებსა და ყველა მოგზაურს, ვინც აირჩია საქართველოს აღმოჩენა Aparthotels Collection by ELT-თან ერთად.