"იელთი ჯგუფი" და La Quinta by Wyndham Batumi შეუერთდა "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიას, რომელიც გულისხმობს ძუძუს კიბოს პრევენციისა და ცნობიერების ამაღლებას. ექიმ DocTemur Gogitidze -სთან და ფონდ Life Foundation - ფონდი სიცოცხლე-სთან ერთად მოვაწყეთ სპეციალური ღონისძიება ჩვენი გუნდის ქალბატონებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობის შეხსენებას.
გვინდა სიამაყით აღვნიშნოთ, რომ "იელთი ჯგუფი" გახდა პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ კამპანიაში.
ფონდ Life Foundation - ფონდი სიცოცხლე-ს მისიას მხარს ვუჭერთ რა თქმა უნდა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებითაც და გვჯერა რომ თითოეულის ფინანსური თუ ემოციური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
მადლობა მათ და ჩვენს გუნდს ჩართულობისა და თანადგომისთვის, ასევე მასპინძლობისთვის - La Quinta by Wyndham Batumi-ს.



