ბათუმი 2025 წლის World Travel Awards-ზე ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა!

პრესტიჟულ ცერემონიალზე, რომელიც 1993 წლიდან ტარდება და აღიარებულია როგორც საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ბათუმი კონკურენციას უწევდა ისეთ ცნობილ ქალაქებს, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი.