ჩვენთვის საამაყოა, რომ "იელთი ჯგუფის" წარმატების ისტორია მოხვდა უმსხვილესი რეგიონული მედია პლატფორმის - Gulf News-ის სპეციალურ გამოცემაში, სადაც აღნიშნულია საქართველოს, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების სტრატეგიული საინვესტიციო პარტნიორის მზარდი როლი.

გამომცემლობა დაინტერესდა „იელთი ჯგუფის“ წარმატების ფორმულით და მოამზადა სტატია კომპანიის დამფუძნებელთან, ბ-ნ ელგუჯა თურმანიძესთან ინტერვიუს საფუძველზე, სადაც ხაზგასმულია მისი და „იელთის“ მნიშვნელობა საქართველოს უძრავი ქონების სექტორში, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტისა და ინოვაციური ხედვის მქონე ლიდერის, რომელიც ქვეყანაში ქმნის პრემიუმ კლასის საინვესტიციო უძრავ ქონებას.

ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს თანამედროვე უძრავი ქონების ინდუსტრია რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და საინვესტიციოდ მიმზიდველ სექტორად ყალიბდება.