"იელთი ჯგუფის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანა ჯიოშვილმა, აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა HR დეპარტამენტის სტრატეგიულ როლზე კომპანიის ზრდასა და განვითარების პროცესში. მისი თქმით, თანამედროვე ბიზნესში ადამიანური რესურსების მართვა არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც ქმნის ძლიერი და მოტივირებული გუნდის კულტურას. "იელთი ჯგუფის" მთავარი ღირებულება სწორედ ადამიანებზე დაფუძნებული მიდგომაა, პროფესიონალების ერთიანი გუნდი, რომელიც იზრდება, იზიარებს გამოცდილებას და ერთად ქმნის მომავალს.