„იელთი ჯგუფის“ თიმბილდინგის ღონისძიება წელს განსაკუთრებული ფორმატით გაიმართა. თანამშრომლებმა ხელოვნებისა და კრეატიული პროცესების მეშვეობით გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება კომპანიისადმი და გააღრმავეს ემოციური კავშირი გუნდთან.

არტთერაპიის ტექნიკებისა და ქოუჩინგის შერწყმით, თითოეულმა მონაწილემ შექმნა ვიზუალური ნამუშევარი, რომელიც ირეკლავდა მათ ხედვას იდეალური სამუშაო სივრცისა და კომპანიის შესახებ. მენეჯმენტის მხრიდან კი, მინი პრეზენტაციის ფორმატში, ისაუბრეს კომპანიის მისიაზე, მიზნებსა და ღირებულებებზე. არაერთხელ აღინიშნა გუნდის წვლილი „იელთის“ წარმატებაში, როგორც კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა.