ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ისეთი რეპუტაციული საერთაშორისო ორგანიზაციის ლოკალური პარტნიორი, როგორიც არის World Vision. ქართული კერძო სექტორის ლიდერებთან ერთად, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ყველაზე მოწყვლად ადამიანთა ჯგუფებს, გავაძლიეროთ ისინი და შევთავაზოთ მეტად მდგრადი გარემო უკეთესი მომავლისთვის. World Vision-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

განსაკუთრებული მადლობა ამ ორგანიზაციას თითოეული ინიციატივისთვის და იმისთვის, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას, ვიყოთ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის მონაწილე.