"იელთი ჯგუფი" კვლავ ცოდნის, უახლესი ტენდენციებისა და კვალიფიკაციის ჩვენს ქვეყანაში იმპორტზე!
გვაქვს პატივი, ვიყოთ მარკეტინგის გლობალური სახელმძღვანელოს - Beyond the Price Jungle-ის ოფიციალური სპონსორი, რომელიც შექმნილია მარკეტინგის სტრატეგის, კონსულტანტისა და საერთაშორისო სპიკერის Gabriele Carboni-ის მიერ, AWE Consulting-თან პარტნიორობით. წიგნი აღიარებულია თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსად და ლიდერ სახელმძღვანელოდ. ვიყოთ ამ გამოცემის სპონსორი, არ არის კომერციული გადაწყვეტილება, ეს არის ცოდნის გავრცელებისადმი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინება. „იელთი ჯგუფში“ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ ფიზიკური სივრცეების მშენებლობა არ არის საკმარისი, აუცილებელია პროფესიული სტანდარტების შენებაც. ამიტომაც ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ კედლებს, ვქმნით გარემოს და ვამაღლებთ კვალიფიკაციას ადგილობრივ ბაზარზე.
"იელთის" მხარდაჭერით, წიგნი გამოცემული იქნება საქართველოში, აზერბაიჯანში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აღნიშნულ ქვეყნებში გაიგებენ, როგორც საქართველოს, ისე "იელთი ჯგუფის" წარმატების შესახებ.