21-22 ივნისს აჭარაში საზღვაო სეზონი ოფიციალურად იხსნება, თუმცა ტურისტული აქტივობა უკვე შესამჩნევია როგორც ბათუმში, ისე რეგიონის მაღალმთიანეთში.
„იელთი ჯგუფი“, რომელიც ცნობილია აჭარაში განხორციელებული წარმატებული სამშენებლო პროექტებით, ბოლო წლებში აქტიურად აფართოებს საქმიანობას სტუმარმასპინძლობის სექტორშიც.
2025 წლის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi-ის გახსნა, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში, „იელთი კვარტალშია“ განთავსებული.
როგორ ხვდება კომპანია ზაფხულის ტურისტულ სეზონს და რა მიმართულებებით აპირებს განვითარებას ტურიზმის სექტორში – ამ თემებზე Business Insider Georgia ესაუბრა ბატონ მამუკა მახარაძეს, „იელთი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს.