პეკინში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის - ITB China 2025-ის ფარგლებში, წარმატებით წარსდგა La Quinta by Wyndham Batumi, ELT Group და Aparthotels Collection by ELT. სამდღიანი მასშტაბური ღონისძიება მთლიანად ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიას ეძღვნებოდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული მიმართულებები და ბრენდები.

„იელთი ჯგუფის“ სახელით გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ბატონმა ბაჩი ლეკვეიშვილმა, რომელმაც ფართო აუდიტორიას გააცნო ბათუმის ტურისტული პოტენციალი, კომპანიის მიმდინარე და სამომავლო პროექტები, და ყურადღება გაამახვილა იმ საერთაშორისო მასშტაბის ინიციატივებზე, რომლებსაც ELT Group წარმატებით ახორციელებს საქართველოში.