ლას ვეგასში გამართულ Wyndham Hotels & Resorts-ის გლობალურ კონფერენციაზე, „იელთი ჯგუფი“ დაჯილდოვდა პრესტიჟული Wyndham International Opening Award-ით. აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ იმ პარტნიორებს, რომლებმაც წარმატებით დანერგეს Wyndham-ის ბრენდი ახალ ბაზრებზე და ხელი შეუწყეს ბრენდის გლობალურ განვითარებას.

კომპანიის დამფუძნებელი, ბატონი ელგუჯა თურმანიძე, ლას ვეგასიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო Rustavi 2-ის ბიზნეს გადაცემაში და ისაუბრა ამ აღიარების მნიშვნელობაზე, ასევე La Quinta by Wyndham Batumi-ის პროექტზე, რომელიც რეგიონში ბრენდის პირველი სასტუმროა.

აღნიშნული საერთაშორისო წარმატება არა მხოლოდ კომპანიის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია — კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ადგილობრივი ბიზნესი შეუძლია გახდეს გლობალური სტანდარტების განმსაზღვრი.