ELT Group-ის მენეჯმენტი Wyndham Hotels & Resorts-ის გლობალურ კონფერენციაზე ლას ვეგასში. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს უდიდესი სასტუმრო ბრენდის პარტნიორებს, ინვესტორებსა და ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ერთობლივად შეფასდეს მიღწევები და დაიგეგმოს მომავალი განვითარების სტრატეგიები.

წელს ELT Group პირველად იყო წარმოდგენილი Wyndham-ის გლობალურ კონფერენციაზე, როგორც რეგიონში პირველი La Quinta by Wyndham-ის სასტუმროს მფლობელი და ოფიციალური პარტნიორი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებისთვის. რაც ყველაზე საამაყოა, ჩვენი კომპანია დაჯილდოვდა Wyndham International Opening Award-ით.

ლას ვეგასში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ELT Group-ის დამფუძნებელი ბ-ნი ეგუჯა თურმანიძე, გენერალური დირექტორი ბ-ნი მამუკა მახარაძე, HR დირექტორი ქ-ნი ანა ჯიოშვილი და კომერციული დირექტორი ბ-ნი ვალერი გურგენაძე.