რეგიონში პირველი La Quinta by Wyndham-ის ბრენდის სასტუმრო ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა
La Quinta by Wyndham Batumi არის „იელთი ჯგუფისა“ და ამერიკული სასტუმრო ბრენდის Wyndham Hotel Group-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში, მრავალფუნქციურ კომპლექს „იელთი კვარტალში“ მდებარეობს.
სასტუმრო შექმნილია ისე, რომ იდეალურად მოერგოს როგორც ბიზნეს ვიზიტორების, ისე ოჯახური დასვენების მოყვარულთა საჭიროებებს. მისი ლოკაცია, სერვისები და ინფრასტრუქტურა ამზადებს მას მნიშვნელოვანი ადგილის დასაკავებლად აჭარის ტურისტულ რუკაზე.
ჩვენ, „იელთი ჯგუფში“, გვჯერა, რომ La Quinta by Wyndham Batumi გააძლიერებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, ხოლო „იელთი კვარტლის“ მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გააუმჯობესებს სტუმრების გამოცდილებას.
განსაკუთრებული მადლობა გადაგვაქვს სასტუმროს გახსნის ცერემონიაში მონაწილე სტუმრებს: საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, Wyndham Hotels & Resorts-ის რეგიონულ დირექტორს, ბატონ დევიდ გესტოს, ბათუმის მერს ბატონ არჩილ ჩიქოვანს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობას და ადგილობრივი ბიზნესისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებს.
„იელთი ჯგუფი“ განაგრძობს განვითარებას და უახლოეს მომავალში საზოგადოებას არაერთ მნიშვნელოვან პროექტს წარუდგენს — როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე ევროპის კავშირის ორ წამყვან ტურისტულ ლოკაციაზე.