„Caucasus Build“-ის ფარგლებში სამშენებლო სექტორის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

სამშენებლო სექტორის წამყვან გამოფენასთან „Caucasus Build“ პარალელურად გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „მშენებლობისა და უძრავი ქონების მომავლის ფორმირება კავკასიის რეგიონში“.კონფერენციის პანელურ დისკუსიაში „იელთი ჯგუფის“ კომერციული დირექტორი ბ-ნი ვალერი გურგენაძე მონაწილეობდა, რომელმაც სხვა წამყვან დეველოპერებთან ერთად განიხილა სექტორის ამჟამინდელი ტენდენციები და სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული მადლობა ორგანიზატორებს. ასეთი ფორმატის ღია დიალოგები და სექტორის შიდა ანალიზი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მდგრადი და გრძელვადიანი წარმატებისთვის.