„იელთი ჯგუფი“ - ერთადერთი კომპანია საქართველოს სამშენებლო-დეველოპერული სექტორიდან EOMM-ის პირველ ქართულ გამოცემაში

სიამაყით ვაცხადებთ, რომ „იელთი ჯგუფის“ წარმატების ქეისი მოხვდა წიგნში Essentials of Modern Marketing (EOMM) — როგორც ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოს სამშენებლო-დეველოპერული სექტორიდან.

EOMM არის ინოვაციური გლობალური ინიციატივა, რომელიც შეიქმნა Kotler Impact-ისა და ფილიპ კოტლერის ხელმძღვანელობით — ადამიანის, რომელიც ცნობილია როგორც „თანამედროვე მარკეტინგის მამა“. პროექტი მოიცავს 50-ზე მეტ ქვეყანას და მიზნად ისახავს მარკეტინგის სწრაფად ცვალებადი ლანდშაფტის ანალიზს ადგილობრივი ბიზნეს ქეისების მაგალითზე.

„იელთი ჯგუფის“ ქეისს დაეთმო ადგილი EOMM-ის პირველ ქართულ გამოცემაში, რაც არა მხოლოდ აღიარებაა კომპანიის შედეგების, არამედ სტრატეგიული ეტაპიც — ჩვენი გამოცდილება, მიდგომა და შედეგები, მრავალი წლის განმავლობაში იქნება ათასობით სტუდენტისა და პროფესიონალის სახელმძღვანელო.

ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, ცოდნის მუდმივი ძიება, გაზიარება და ინფორმირებულ, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე ორიენტაცია.