„იელთი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ მონაწილეობა მიიღო გადაცემაში „იმედის დღე“

ინტერვიუს ფარგლებში ბატონმა მამუკამ ისაუბრა კომპანიის განვითარების სტრატეგიაზე, საერთაშორისო პარტნიორებზე, ურბანული განვითარების უნიკალურ ხედვაზე და იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე დაგეგმილია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო La Quinta by Wyndham Batumi-ის გახსნას, რომელიც დაგეგმილია მაისში, „იელთი კვარტალში“, ბათუმის ახალ ბულვართან.
ეს იქნება პირველი La Quinta-ს ბრენდის სასტუმრო საქართველოში და მთლიანად რეგიონში, რაც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის.