სასტუმრო ტიპის ახალი კომპლექსი SUNSET ოფიციალურად გაიხსნა ბათუმში, „იელთი კვარტალის“ ტერიტორიაზე.აპარტ-ჰოტელის ტიპის ობიექტს მენეჯმენტს გაუწევს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ესტონური კომპანია IPM (International Property Management), რომელიც სპეციალიზებულია უძრავი ქონებისა და აპარტ-ჰოტელების პროფესიულ მართვაში.SUNSET წარმოადგენს ApartHotels Collection by ELT-ის ნაწილს, ბრენდის, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის მომსახურებას, თანამედროვე სტანდარტებსა და საერთაშორისო მენეჯმენტს.