GREMO 2024 — დისკუსია უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ბათუმში
7 მარტს, ბათუმში, BMG-ისა და კომპანია „პროსპექტის“ ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება GREMO, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს აჭარის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის სტატისტიკა, სექტორის მიმდინარე გამოწვევები და 2025 წლის განვითარების პერსპექტივები. ღონისძიებაზე გამართულ სადისკუსიო პანელში მონაწილეობა მიიღო „იელთი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა, ბატონი ვალერი გურგენაძემ, რომელმაც აუდიტორიას გააცნო კომპანიის ხედვა და სექტორში არსებული ტენდენციების შეფასება.ღონისძიების ფარგლებში, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას „იელთი ჯგუფს“ გადაეცა GREMO-ს სპეციალური ჯილდო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის წარმატებებს და ბაზარზე წამყვან პოზიციას.