„იელთი ჯგუფს“ მორიგი საერთაშორისო აღიარება მიენიჭა.

„ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის ასოციაციისა“ და "შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციის" მიერ „იელთი ჯგუფი“ დასახელდა წლის ლიდერ კომპანიად („Leader of the Year“) ქართულ ბიზნეს სექტორში. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე გამარჯვებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის სტაბილურობას, განვითარებასა და წარმატებულ სტრატეგიებს.

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი — ეს არის საერთაშორისო სარეიტინგო სისტემა, რომლის მიზანია ეკონომიკის წამყვანი კომპანიების გამოვლენა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება.„იელთი ჯგუფი“ 2020 წლიდან ინარჩუნებს დინამიკურ და მდგრად ზრდას. კომპანიის მისია ეფუძნება საერთაშორისო ბრენდების საქართველოში შემოყვანას, მათი გამოცდილების გაზიარებას და ადგილობრივი ბაზრის სტანდარტების გაუმჯობესებას. 2024 წლიდან „იელთი ჯგუფი“ გახდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის — BARCELO HOTEL GROUP-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.