
WYNDHAM HOTELS & RESORTS
Wyndham Hotels & Resorts არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმრო ოპერატორი, რომელიც აერთიანებს 9,300-ზე მეტ სასტუმროს 95 ქვეყანაში და ფლობს 20-ზე მეტ გლობალურ ბრენდს, მათ შორის ეკონომ, პრემიუმ და upper-midscale სეგმენტებში.
ბრენდი ცნობილია თავისი ხელმისაწვდომი სერვისებით, მრავალფეროვანი არჩევანითა და ხარისხის ერთგული სტანდარტებით. მისი მიზანია კომფორტული და სანდო გამოცდილების შეთავაზება ყველა ტიპის მოგზაურისთვის — იქნება ეს ოჯახური დასვენება, საქმიანი ვიზიტი თუ გრძელვადიანი ჩასვლა.
ELT Group-ის პარტნიორობა Wyndham Hotels & Resorts-თან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსთვის, როგორც ტურიზმის, ისე უძრავი ქონების განვითარების კუთხით. 2025 წელს ბათუმში გაიხსნა რეგიონის პირველი La Quinta by Wyndham სასტუმრო, რაც ბრენდის ოფიციალური დებიუტია კავკასიის რეგიონში. პროექტი აერთიანებს Wyndham-ის საერთაშორისო სტანდარტებს, თანამედროვე დიზაინს და სერვისს, რომელიც მიმართულია როგორც ბიზნესის, ასევე დასვენების მიზნებისთვის.2025 წელს ELT Group დაჯილდოვდა Wyndham-ის გლობალურ კონფერენციაზე (ლას ვეგასი) პრესტიჟული ჯილდოთი — International Opening Award, რაც ადასტურებს კომპანიის პროფესიონალიზმს, მაღალ სტანდარტებსა და წარმატებულ კოლაბორაციას გლობალურ ბრენდებთან.

Barceló Hotel Group
Barceló Hotel Group
ესპანეთის #2 სასტუმრო ქსელი და მსოფლიოს ტოპ 30-ში შესული ბრენდი პირველად საქართველოში, ELT Group-თან ექსკლუზიური პარტნიორობით. Barceló Hotel Group ოპერირებს 250-ზე მეტ სასტუმროთი მსოფლიოს 22 ქვეყანაში. ELT Group-თან თანამშრომლობით ბრენდი პირველად შემოვიდა საქართველოში და წარმოდგენილია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსით „Spanish Quarter Tbilisi“. ეს პროექტი აერთიანებს ევროპულ არქიტექტურას, კომფორტს და 5-ვარსკვლავიან სტანდარტს.

LA QUINTA BY WYNDHAM
La Quinta დაარსდა 1968 წელს ტეხასში (აშშ) და თავდაპირველად მიზნად ისახავდა ამერიკული საოჯახო მოგზაურობებისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სასტუმრო ალტერნატივის შექმნას. ბრენდი მალე გავრცელდა მთელ აშშ-ში თავისი სტაბილური ხარისხითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით.
დღეს La Quinta by Wyndham-ს აქვს 900-ზე მეტი სასტუმრო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საშუალო სეგმენტის სასტუმრო ბრენდს მსოფლიოში. ის შედის Wyndham Hotels & Resorts-ის პორტფოლიოში, რომელიც აერთიანებს 20-მდე ბრენდს და 9,300-ზე მეტ სასტუმროს 95 ქვეყანაში.

International Property Management
IPM (International Property Management) დაარსდა 2017 წელს და დღეს წარმატებით ოპერირებს 5 ქვეყანაში: ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და კვიპროსში.
კომპანია გთავაზობთ უძრავი ქონების მთლიან მენეჯმენტს, რომელიც მოიცავს როგორც კერძო აპარტამენტების, ისე ბუტიკის ტიპის სასტუმროების მართვას. მისი მთავარი ღირებულებებია გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი და ინვესტორის ინტერესზე ორიენტირებული მიდგომა.
ELT Group-თან პარტნიორობით, IPM უზრუნველყოფს:
- ინვესტორებისთვის ოპტიმიზებულ, ეფექტურ და სტაბილურ მენეჯმენტს;
- აპარტამენტების მაცხოვრებლებისთვის მაღალი სტანდარტის სერვისს — სასტუმროს სტილში;
- უნიკალურ მენეჯმენტს, რომელიც აფასებს ქონებას, ზრდის მის ღირებულებას და უზრუნველყოფს ბაზარზე საუკეთესო შედეგებს.