EltGroup
იელთი ჯგუფი

ლიდერი კომპანია 8+ წლიანი გამოცდილებით უძრავი ქონების სექტორში

ის, რაც “იელთი ჯგუფს“ ხდის უნიკალურს არის მომხმარებელზე ფოკუსირება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა მშენებლობა/დიზაინის მიმართულებით. ასევე მისწრაფება, ჩვენი მომხმარებლების წარმოვადგენინოთ და ვაგრძნობინოთ თუ რას ნიშნავს იცხოვრო 5 ვარსკვლავიან სასტუმრო გარემოში, ყველა თანმდევი სერვისით და ინფრასტრუქტურით.

პროექტები

გუნდის წევრი

აპარატამენტი

ლოკაცია

„იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა.

“იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მათი საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ, მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“.

კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ და „ესპანური კვარტლის“ სახით თბილისში, რომლის კონცეფციაც ე.წ. ნოუ-ჰაუ-ს წარმოადგენს დედაქალაქისთვის. „ელთ კვარტალი“ დინამიური პროექტია, სადაც ჯამში 10 კომპლექსი იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე გვაქვს 4 დასრულებული, 4 მიმდინარე და 2 დაპროექტების ფაზაში მყოფი პროექტი.

განხორციელებული პროექტების საერთო ინვესტიცია შეადგენს 150 000 000 აშშ დოლარს.

“იელთი ჯგუფის” მიერ უკვე დაგეგმილია ორი ახალი პროექტი, ქალაქ ბათუმში და კიდევ ერთი ქალაქ თბილისში, რომლებიც 2025 წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება გაყიდვაში, ამ პროექტების საერთო სამშენებლო მოცულობაა 150 000 კვ.მ, ხოლო ჯამური ინვესტიცია კი 50 000 000 აშშ დოლარი.

ჩვენი მესაკუთრეების გეოგრაფია ფართოა, საქართველოს მოქალაქეები (თბილისი, ბათუმი), მათ შორის ქართველი ემიგრანტები, წარმოადგენენ 40%-ს, ხოლო 60%-ს წარმოადგენენ არარეზიდენტ მესაკუთრე/ინვესტორები. ხაზგასასმელია ის ფაქტიც რომ „იელთი ჯგუფის“ პროექტებში, მესაკუთრე/ინვესტორები წარმოდგენილი არიან 61 ქვეყნის პასპორტით. ეს კომპანიის განვითარების სტრატეგიის მდგრადობის კიდევ ერთი მყარი დასტურია.

ჩვენი გაცხადებული მისიის შესაბამისად, მტკიცედ გვჯერა რომ მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობა, მათი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირება, ფასდაუდებელია საქართველოს ბაზარზე უმაღლესი დონის უძრავი ქონების საინვესტიციო პროდუქტების შექმნისთვის.

საქარველოში პირველად, 2 წლიანი მოლაპარაკებების, ჩვენი ყოვლისმომცველი შეფასების, არსებული გამოცდილების და რეპუტაციის გათვალისწინებით “იელთი ჯგუფი“ გახდა "Barceló Hotel Group"-ის რჩეული პარტნიორი ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით.

"Barceló Hotel Group" ესპანეთის ნომერ მე-2 სასტუმროების ქსელია და მსოფლიოში ტოპ 30-ში თავისი მასშტაბით. ამჟამად მას აქვს 250-ზე მეტი, 4 და 5 ვარსკვლავიანი, ურბანული და დასასვენებელი სასტუმრო და 55 000-ზე მეტი ნომერი, განაწილებული 22 ქვეყანაში, 4 სხვადასხვა ბრენდის ქვეშ.

ასევე ვამაყობთ რომ, მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა: Wyndham Hotels & Resorts და IPM OE.

“იელთი ჯგუფისა” და Wyndham Hotels & Resorts-ის პარტნიორობის შედეგია, რეგიონის პირველი La Quinta by Wyndham სასტუმროს გახსნა. აღნიშნული ბრენდი მიეკუთვნება Wynd- ham Hotel Group-ს, მსოფლიოში უდიდეს ამერიკულ სასტუმრო ქსელს, რომელიც აერთიანებს 9,300-ზე მეტ სასტუმროს 95-ზე მეტ ქვეყანაში და მსოფლიოში ლიდერია ნომრების რაოდენობით.

ის, რაც “იელთი ჯგუფს“ ხდის უნიკალურს არის მომხმარებელზე ფოკუსირება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა მშენებლობა/დიზაინის მიმართულებით. ასევე მისწრაფება, ჩვენი მომხმარებლების წარმოვადგენინოთ და ვაგრძნობინოთ თუ რას ნიშნავს იცხოვრო 5 ვარსკვლავიან სასტუმრო გარემოში, ყველა თანმდევი სერვისით და ინფრასტრუქტურით.

ჩვენი ისტორია

იელთი ჯგუფის განვითარების გზა და მთავარი მიღწევები

2025

პირველი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყება ბათუმში, ზღვისპირა ზონაში.

სანრაიზი

2024

პანდემიის მიუხედავად, სამშენებლო პროცესების შენარჩუნება, ახალი პროექტის - WYN RESIDENCE-ის დაწყება.

WYN RESIDENCE

2023

„ელთ კვარტალი“, ბათუმის ახალ ბულვარში, 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შენდება. კომპლექსი დაპროექტებულია საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორ-დიზაინერების მიერ "Wyndham Hotels & Resorts" -თან პარტნიორობით

Marina Club

2022

წარმოგიდგენთ პირველ "ესპანურ კვარტალს", ახალ საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექს ქალაქის შუაგულში.

ესპანური კვარტალი

2017

ELT Building Development-ის დაარსება ბათუმში. მიზანი: ხარისხიანი და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების განვითარება შავი ზღვის სანაპიროზე.

კომპანიის დაარსება